მელია - ივანიშვილს: "ამ ხალხის 80% თქვენი მხარდამჭერი არ იყო? მათ შორის მეც და მომატყუე!"

14-10-2021 20:27:55 პოლიტიკა

თბილისში, თავისუფლების მოედანზე შეკრებილ საზოგადოებას და „ქართული ოცნების“ დამფუძნებელ ბიძინა ივანიშვილს ენმ–ის ზუგდიდის მერობის კანდიდატმა ანზორ მელიამ მიმართა.

„ბატონმა მიშამ საპყრობილედან გამომიგზავნა წერილი, სადაც აღფრთოვანებას ვერ მალავდა ჩემი გამარჯვების გამო ზუგდიდში, ზუგდიდელების მხარდაჭერით. მე მიხარია ეს და ვიგრძენი, რომ ზუგდიდელი ვარ, მიყვარს ჩემი ზუგდიდი და ვუყვარვარ ჩემს ზუგდიდს. მე ზუგდიდს ისე, როგორც საქართველოს არასოდეს არ ვუღალატებ, არ ვუღალატებ ჩემს პრეზიდენტს, ბატონ მიხეილს, რომელმაც სამაგალითო მაგალითი გვიჩვენა, მშვიდობიანი, მაგრამ პრინციპული ბრძოლის. ჩვენ ახლო მომავალში გავიმარჯვებთ აუცილებლად, რადგან ჩვენ სხვა უფლება არ გვაქვს. ბიძინა ივანიშვილო, მოგმართავ, ამ ხალხის 80% თქვენი მხარდამჭერი არ იყო?! მათ შორის მეც და რა მწარედ მომატყუე და შემაცდინე! არ ხედავ რატომ დაეცა შენი რეიტინგი ბოლომდე?! ვინ გყავს პარლამენტში, მთავრობაში, რა ზიზღის ენით, რა სიძულვილით საუბრობენ მთავრობის ხელმძღვანელები. ჩვენ აუცილებლად დავამთავრებთ ამ კლოუნადას, შურს, ზიზღს, ურთიერთარგატანას და სახელმწიფოს ავაყვავებთ, როცა თქვენ წახვალთ“,– განაცხადა ანზორ მელიამ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები