
„ქართულ ოცნებაში“ თავისუფლების მოედანზე შეკრებილ მოქალაქეთა რაოდენობაზე ამახვილებენ ყურადღებას
14/10/2021 18:59:47 პოლიტიკა
„ქართულ ოცნებაში“ წევრი სოზარ სუბარი თავისუფლების მოედანზე გამართულ აქციასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდნტს, რომელიც მე–14 დღეა, შიმშლობს, ადაზე ადრე გათავსიუფლების იმედი არ უნდა ქონდეს.
„მათმა ლიდერმა [მიხეილ სააკაშვილმა] დაინახა დღეს, რომ არავითარი მოლოდინი არ უნდა ჰქონდეს მას ვადამდე ადრე გათავისუფლების. ადამიანი, რომელიც ელოდა, რომ ასი ათასობით კაცი გამოვარდებოდა ქუჩაში, ასი ათასობით კაცი დახვდებოდა საზღვართან, რომ მისი გათავისუფლება მოეთხოვათ, პარტიის მაქსიმალური ძალისხმევით უზარმაზარი ფულის ხარჯვით შეძლეს, სადღაც, 13 ათასი ადამიანისთვის მოეყარათ თავი.
ისიც კი ვერ გაბედეს, რომ დაეანონსებინათ პერმანენტული აქციები. ერთადერთი გზავნილი, რაც გავიგეთ, არის ის, რომ ნიკა მელიას ძალიან უნდა, გახდეს თბილისის მერი და ძალიან უნდა, მამამისი იყოს ზუგდიდის მერი“,– განაცხადა სუბარმა თემის კომენტირებისას.
მმართველი პარტიის კიდევ ერთი წევრი შალვა პაპუაშვილი კი აცხადებს, რომ „დღეს კიდევ ერთხელ, ახლა უკვე მეგაფონით დასცინეს სააკაშვილის დანაშაულების მსხვერპლებს“.
შეგახსენებთ, რომ დღეს საღამოს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" და მისი მხარდამჭერების მასშტაბური აქციას გაიმართა, რომელშიც მონაწილეობისთვის დილიდან რეგიონებიდან ავტომობილებით დაიძნენ მოქალაქეები.
დღესვე აქციაში მონაწილეობის მიმღებთა წინააღმდეგ თავდასხმებმა ორგანიზებული სახე მიიღო. თითქმის ყველა ინციდენტში ფიგურირებდა ცოცხები და კვერცხები. კონტრაქციის მონაწილეები თავს ესხმოდნენ აქციაში მონაწითეობის მსურველთა ავტომანანებს, ცდილობდნენ გზის გადაკეტვას.