Accentnews.ge
"სააკაშვილის გისოსებს მიღმა დატოვება არასწორი და არასამართლიანია"

"სააკაშვილის გისოსებს მიღმა დატოვება არასწორი და არასამართლიანია"

15/10/2021 05:50:28 პოლიტიკა

კიევის მერი ვიტალი კლიჩკო აცხადებს, რომ ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გისოსებს მიღმა დატოვება არასამართლიანია.

მისი თქმით, თუ სააკაშვილი დარჩება ციხეში, ეს საქართველოს უფრო მეტ ნეგატივს მოუტანს, ვიდრე პოზიტივს.

“საქართველოს დედაქალაქში ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით საპროტესტო აქცია გაიმართა. ის უკვე მე-13 დღეა შიმშილობს. მთავარს აღვნიშნავ: საქართველოსთვის და პოსტსაბჭოთა სივრცისთვის სააკაშვილი ისტორიული პიროვნებაა, რომელმაც განახორციელა რეფორმები, რომლებმაც შეცვალა საქართველო და მისი რეპუტაცია მსოფლიოში. რა თქმა უნდა, მიხეილს ჰქონდა შეცდომებიც, მაგრამ უშეცდომოა ის, ვინც არაფერს აკეთებს. ვფიქრობ, სააკაშვილის გისოსებს მიღმა დატოვება არასწორი და არასამართლიანია და მის გასათავისუფლებლად სამართლებრივი გამოსავალი უნდა მოიძებნოს. თუ მიხეილ სააკაშვილი დარჩება ციხეში, ეს საქართველოს უფრო მეტ ნეგატივს მოუტანს, ვიდრე პოზიტივს. მე ამას ვამბობ როგორც ადამიანი, რომელსაც უყვარს საქართველო და ყოველთვის მხარს უჭერს მას", - წერს კლიჩკო სოციალურ ქსელში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S