Accentnews.ge
"გუშინდელ აქციაზე ბევრი ადამიანი იყო მისული, მაგრამ 2012 წელს ვერც კი შევადარებ"

"გუშინდელ აქციაზე ბევრი ადამიანი იყო მისული, მაგრამ 2012 წელს ვერც კი შევადარებ"

15/10/2021 07:38:20 პოლიტიკა

პარლამენტის ვიცე-სპიკერი დავით სერგეენკო აცხადებს, რომ გუშინ ენმ–ის ორგანიზებით გამართული აქცია 2012 წელს ჩატარებული “ქართული ოცნების” აქციის მასშტაბებისგან განსხვავებული იყო.

„გუშინდელ აქციაზე ბევრი ადამიანი იყო მისული, მაგრამ 2012 წელს ვერც კი შევადარებ. კარგად მახსოვს 2012 წელი, რადგან მე თვითონაც ვმონაწილეობდი ამ აქციებში. არ მინდა, ეს დაკნინებაში ჩამომერთვას, უბრალოდ ვამბობ იმას, რასაც ვფიქრობ", – განაცხადა სერგეენკომ.

მისი თქმით, ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის პატიმრობაში ყოფნა პოლიტიკური მნიშვნელობის საკითხია, თუმცა ეს არ არის უპრეცედენტო:

"მართლმსაჯულება და პოლიტიკა განცალკევებული უნდა იყოს და ერთმანეთშიც არ უნდა ერეოდეს. ჩემი სურვილია, რომ პოლიტიკური საკითხი პოლიტიკურ ინსტიტუციებში წყდებოდეს და არა ქუჩაში. არც ერთ ადამიანზე, მათ შორის არც სააკაშვილზე და არც ერთ პატიმარზე არ მომიბრუნდება ენა, ცუდი და იქედნური ვთქვა, მაგრამ ყოფილი პრეზიდენტის დაკავება არ არის უპრეცედენტო და არ მინდა ქვეყნების ჩამოთვლა, არც ისე ცოტაა ქვეყნები, სადაც ანალოგიური მომხდარა და ახლაც ყოფილი პრეზიდენტები იხდიან სასჯელს. არ ვფიქრობ, რომ ეს ქვეყნის იმიჯის შემლახავია. შესანიშნავი და გადასარევი არ არის, მაგრამ სჯობდა, დანაშაული არ მომხდარიყო, რის გამოც ეს ადამიანი ახლა დანაშაულს იხდის"

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S