წითლიძე: "სააკაშვილი ამბობს, რომ „ვარდების რევოლუციაზე“ არ ყოფილა იმდენი ხალხი, რამდენიც გუშინდელ აქციაზე იყო"
15/10/2021 08:47:35 პოლიტიკა
ექს–პრეზიდენტი მიხეილ სააკშვილი აცხადებს, რომ გუშინ თბილისში ენმ–ის მიერ ორგანიზებულ აქციაზე უფრო მეტი ხალხი იყო, ვიდრე – "ვარდების რევოლუციაზე“, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ანა წითლიძემ რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში სააკაშვილის მონახულების შემდეგ განაცხადა.
წითლიძის თქმით, ექს–პრეზიდენტმა მხარდაჭერებს მადლობა გადაუხადა.
"მე ვკითხე რამდენი ადამიანი იყო „ვარდების რევოლუციაზე“ და მას არ ახსოვს რაოდენობა და თქვა, რომ „ვარდების რევოლუციაზე“ არ ყოფილა ამდენი ხალხი. მთავარი აქცენტი გადატანილი აქვს მეორე ტურზე. მხარდაჭერებს მოუწოდებს, რომ ყველა მობილიზდეს, რადგან მეორე ტურზე გადის ყველაზე მთავარი - დაწყებული გამარჯვების ბოლომდე მიყვანა" , - განაცხადა წითლიძემ.
რაც შეეხება ექს–პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობას, წითლიძის თქმით, "სააკაშვილს ვიზუალურადაც ეტყობა, რომ არის გამხდარი, ფერმკთალი და შენელებული, გადაადგილება უჭირს".
სააკაშვილი თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს. იგი თავს პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევს და დაკავების შემდეგ შიმშილობს.


