Accentnews.ge
ლევან ქარუმიძე - ევროპარლამენტარების წერილზე: "ვინც ხელი მოაწერა, საკუთარ თავს საქართველოს მეგობარი არ უნდა უწოდოს"

ლევან ქარუმიძე - ევროპარლამენტარების წერილზე: "ვინც ხელი მოაწერა, საკუთარ თავს საქართველოს მეგობარი არ უნდა უწოდოს"

15/10/2021 09:32:13 პოლიტიკა

ჯერ-ჯერობით არ ვიცი, ამ წერილით რომელი ევროპარლამენტარები გააცურეს. არ მინდა თქმა, თუმცა ვინც მოაწერა, საკუთარ თავს საქართველოს მეგობარი არ უნდა უწოდოს, – ამის შესახებ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან ქარუმიძე ევროპარლამენტარების წერილთან დაკავშირებით „ტვიტერში“ წერს.

მისი თქმით, ევროკავშირს რეგიონში ძლიერი და მედეგი მოკავშირე სჭირდება და არა სუსტი და უნიათო მიწის ნაგლეჯი.

„ჯერ–ჯერობით არ ვიცი, ამ წერილით რომელი ევროპარლამენტარები გააცურეს. არ მინდა თქმა, თუმცა ვინც მოაწერა, საკუთარ თავს საქართველოს მეგობარი არ უნდა უწოდოს. ევროკავშირს ამ რეგიონში ძლიერი და მედეგი მოკავშირე სჭირდება და არა სუსტი და უნიათო მიწის ნაგლეჯი. ჩვენ გავაგრძელებთ აქტიურ მუშაობას ნამდვილ მეგობრებთან და პარტნიორებთან ევროპარლამენტში, რომ უფრო გავამყაროთ ჭეშმარიტი, დასავლური დემოკრატია. გვჯერა, რომ დასავლურ ცივილიზაციას კანონის უზენაესობა უდევს საფუძვლად“, – წერს ლევან ქარუმიძე.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S