Accentnews.ge
"გვაქვს მოლაპარაკებები საკრებულოებში გახარიას პარტიის დეპუტატებთან"

"გვაქვს მოლაპარაკებები საკრებულოებში გახარიას პარტიის დეპუტატებთან"

15/10/2021 10:09:57 პოლიტიკა

„ქართული ოცნების“ წევრის სოზარ სუბარის განცხადებით, მმართველ გუნდს მოლაპარაკებები აქვს ექს–პრემიერ გიორგი გახარიას პარტიიდან საკრებულოებში შესულ დეპუტატებთან.

როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემა „თავისუფალ სტუდიაში“ სტუმრობისას განაცხადა, „ბუნებრივია, გახარიას პარტიის წევრებთან საუბრობენ და ეს არის პოლიტიკური პროცესი“.

„თუ მათ უნდათ, რომ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ შეკრან ალიანსი, შეკრან ალიანსი – იქნება რამდენიმე ოპოზიციური საკრებულო, მერე რა?!“, – განაცხადა მან.

გიორგი გახარიამ 7 ოქტომბერს განაცხადა, რომ „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“ ქვეყნის მასშტაბით საკრებულოების დასაკომპლექტებლად მის პარტიასთან ფარულ მოლაპარაკებებს ცდილობდნენ. „ოცნება" ცდილობს, ჩვენს საკრებულოს წევრებზე ზემოქმედებით, ბინძური მეთოდებით, მათ გადაბირებას“, – აცხადებდა გახარია.

მისი თქმით, ამ მცდელობების მიზანი საკრებულოებში ერთპარტიული მმართველობის შექმნაა, რაც, მისი შეფასებით, მიუღებელია, ამიტომაც გახარიამ ორივე პარტიას სამმხრივ ფორმატში მოლაპარაკება შესთავაზა.

მან ასევე განაცხადა, რომ არცერთ მუნიციპალიტეტში არ გეგმავენ კოალიციას არც „ქართულ ოცნებასთან“ და არც „ნაციონალურ მოძრაობასთან“.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S