Accentnews.ge
იასკო: "სააკაშვილი არ აპირებს შიმშილობის შეწყვეტას, გუშინდელმა დღემ მას დიდი ძალა მისცა"

იასკო: "სააკაშვილი არ აპირებს შიმშილობის შეწყვეტას, გუშინდელმა დღემ მას დიდი ძალა მისცა"

15/10/2021 13:40:02 პოლიტიკა

"სააკაშვილი არ აპირებს შიმშილობის შეწყვეტას, გუშინდელმა დღემ მას დიდი ძალა მისცა", – ამის შესახებ უკრაინელმა დეპუტატმა ლიზა იასკომ რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულებაში ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ განაცხადა

მისი თქმით, "ისე უნდა გაკეთდეს, რომ შეძლოს შიმშილობის შეწყვეტა":

"სააკაშვილი ძალიან დასუსტებულია. [...] მე, რა თქმა უნდა, მინდა, იგი არ შიმშილობდეს და არ იყოს ციხეში. ვიცი, რამდენი საქმე დატოვა კიევში, ძალიან კომფორტული ცხოვრება, მშვენიერი პოზიცია, კომფორტული პირობები, სახლი, მაგრამ აქ ჩამოვიდა ქართველი ხალხისთვის, რადგან ძალიან უყვარს. ჩვენთვის ახლა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გამოვიდეს ციხიდან და ყველაფერი გავაკეთოთ მის გასათავისუფლებლად. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უნდა იყოს კარგი და ამისთვის ის გარეთ უნდა იყოს. ისე უნდა გაკეთდეს, რომ შეძლოს შიმშილობის შეწყვეტა. ამ დროისთვის, სამწუხაროდ, არ აპირებს შიმშილობის შეწყვეტას. იგი თვლის, რომ ასეთი ხერხი აქვს უდანაშაულობის დასამტკიცებლად. გუშინდელმა დღემ მას დიდი ძალა მისცა, კარგ ხასიათზე დააყენა, როცა დაინახა, რომ ქართველ ხალხს აქვს იმედი, ეს ყველაზე მნიშვნელოვანია“, – განაცხადა ლიზა იასკომ.

გუშინ თბილისში სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია გაიმართა.

სააკაშვილი თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს. იგი თავს პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევს და დაკავების შემდეგ შიმშილობს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S