შვეიცარიის პრეზიდენტი: "მხოლოდ საქართველო-რუსეთს შორის მედიაცია და დისკუსია მოგვცემს საშუალებას, რომ ნაბიჯ-ნაბიჯ გამოვიდეთ მდგომარეობიდან"

15-10-2021 18:04:38 პოლიტიკა

"მხოლოდ საქართველო-რუსეთს შორის მედიაცია და დისკუსია მოგვცემს საშუალებას, რომ ნაბიჯ-ნაბიჯ გამოვიდეთ მდგომარეობიდან", – ამის შესახებ, "პირველი არხის" ცნობით, შვეიცარიის პრეზიდენტმა გი პარმელენმა ქართველ კოლეგა სალომე ზურაბიშვილთან ერთად გამართულ პრეს–კონფერენციაზე განაცხადა.

"პირველი არხის" ჟურნალისტის კითხვაზე, რუსეთის მიერ ოკუპირებულ რეგიონებში სიტუაციის უფრო და უფრო გამწვავების პირობებში, როგორ ხედავს საფრთხეების შემცირებისა და განეიტრალების გზას, გი პარმელენმა შემდეგი აღნიშნა:

„შვეიცარიას აქვს მანდატი და მედიატორის როლი საქართველოსა და რუსეთს შორის. მხოლოდ მედიაცია და დისკუსია მხარეებს შორის მოგვცემს იმის საშუალებას, რომ ნაბიჯ-ნაბიჯ გამოვიდეთ ამ მდგომარეობიდან. ჩვენ ხელს ვუწყობთ დიალოგს უმაღლეს დონეზე, მაგრამ ამისთვის აუცილებელია, რომ ორივე მხარე იყოს თანახმა. ორივე ქვეყნის ნების შემთხვევაში, შვეიცარია მზად არის, რომ მისი გამოცდილება გამოიყენოს. ჩვენ უმაღლეს დონეზე სხვადასხვა ქვეყნებს შორის დიალოგისა და კონტაქტების დამყარების დიდი გამოცდილება გვაქვს“.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები