
კალაძე - გახარიაზე: "დარწმუნებული ვარ, მისი ამომრჩეველი არასდროს მისცემს ხმას ენმ-ს"
15/10/2021 19:24:52 პოლიტიკა
თბილისის მოქმედი მერის, "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატის კახა კალაძის განცხადებით, იგი დარწმუნებულია, რომ ექს–პრემიერ გიორგი გახარიას ამომრჩეველი მეორე ტურში "ნაციონალურ მოძრაობას" ხმას არ მისცემს.
მისი თქმით, არა გიორგი გახარიას კანდიდატურა, იგი არჩევნებს პირველივე ტურში მოიგებდა.
"შეიძლება ითქვას, რომ რომ არა მისი კანდიდატურა, შეიძლება, ხმები, რომელიც მიიღო, ყოფილიყო ჩვენი ხმები. თუმცა წინ მეორე ტურია. მე დარწმუნებული ვარ, მისი ამომრჩეველი არასდროს მისცემს ხმას "ნაციონალურ მოძრაობას", არასდროს მისცემს ხმას წარსულს და ბოროტებას და კარგად ხედავენ რეალურად, რისი არჩევა გვიწევს - რასა და რას შორის გვიწევს არჩევანის გაკეთება",- აცხადებს კახა კალაძე.