Accentnews.ge
საქართველოს NATO-ს გენმდივნის სპეცწარმომადგენელი ეწვევა

საქართველოს NATO-ს გენმდივნის სპეცწარმომადგენელი ეწვევა

16/10/2021 05:07:56 პოლიტიკა

19-20 ოქტომბერს საქართველოს NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ხავიერ კოლომინა ეწვევა. ამის შესახაებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

მისი ცნობით, პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილმა და კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან ქარუმიძემ, ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრა გამართეს ნატო-ს გენერალური მდივნის ახლად დანიშნულ სპეციალურ წარმომადგენელთან კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ხავიერ კოლომინასთან.

"მხარეებმა საქართველო-ნატოს თანამშრომლობის დღის წესრიგი, ქვეყნის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში ინტეგრაციის გზაზე მიღწეული პროგრესი და სამომავლო გეგმები განიხილეს. გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე ქვეყნის მიერ მიღწეულ პროგრესს მიესალმა და ხაზი გაუსვა ნატო-საქართველოს შორის თანამშრომლობის მაღალ დონეს. ხავიერ კოლომინამ გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში შეტანილი წვლილისთვის ქართულ მხარეს მადლობა გადაუხადა. შეხვედრისას, საუბარი შეეხო რეგიონში უსაფრთხოების გამოწვევებს და მათთან გამკლავების კუთხით საქართველოსა და ნატო-ს შორის თანამშრომლობის მნიშვნელობას. მხარეებმა ასევე, ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები და დემოკრატიის განმტკიცების კუთხით მიმდინარე რეფორმები მიმოიხილეს. ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ხავიერ კოლომინას მადლობა გადაუხადა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისთვის და კიდევ ერთხელ გამოხატა საქართველოს ურყევი ნება გახდეს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სრულფასოვანი წევრი", – ნათქვამია პარლამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S