Accentnews.ge
"ვაშინგტონი ყურადღებით აკვირდება სააკაშვილის გარშემო არსებულ მოვლენებს"

"ვაშინგტონი ყურადღებით აკვირდება სააკაშვილის გარშემო არსებულ მოვლენებს"

17/10/2021 14:14:32 პოლიტიკა

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩ კელი დეგნანის განცხადებით, ვაშინგტონი ყურადღებით აკვირდება სააკაშვილის გარეშემო არსებულ მოვლენებს.

"ვიცი, რომ ბევრი ქართველი ყურადღებით აკვირდება ბატონი სააკაშვილის ირგვლივ არსებულ ვითარებას. მსურს, დაგარწმუნოთ რომ აშშ-ის საელჩო, ვაშინგტონი საკმაოდ ყურადღებით აკვირდება მის მდგომარეობას და არსებულ სიტუაციას", – განუცხადა ელჩმა ჟურნალისტებს.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, შეიქმნას შესაბამისი გარემო არჩევნების მეორე ტურების ჩასატარებლად":

"მიმაჩნია, რომ არსებობს იმის სივრცე, პარტიების მხრიდან ყურადღების გადატანა მოხდეს არჩევნებზე, ამომრჩევლებთან ურთიერთობებზე, პროგრამების, იდეების და პლტფორმების გაცნობის კუთხით. კანდიდატებმა შეძლონ კამპანიების, პლატფორმების გამოყენება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მომავალი პერიოდი იყოს მშვიდი და შეიქმნას შესაბამისი გარემო არჩევნების ჩასატარებლად. ამ საკითხებზე გვაქვს ძირითადად ყურადღება გამახვილებული და ბატონი სააკაშვილის მდგომარეობასაც დავაკვირდებით“.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურები 30 ოქტომბერს გაიმართება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S