Accentnews.ge
აშშ-ის თავდაცვის მდივანი საქართველოშია

აშშ-ის თავდაცვის მდივანი საქართველოშია

18/10/2021 05:02:49 პოლიტიკა

შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი საქართველოშია. ამის შესახებ ინფორმაცია „ტვიტერში“ ოსტინის ოფიციალურ გვერდზეა განთავსებული.

როგორც თავდაცვის მდივანი აცხადებს, ვაშინგტონი საქართველოსთვის მისი თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებასა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის წინსვლაში დახმარების გაწევის ერთგულია.

“მოუთმენლად ველოდები აქ ჩემს შეხვედრებს", – წერს ლოიდ ოსტინი.

საქართველოში ვიზიტის ფარგლებში აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და თავდაცვის მინისტრ ჯუანუშერ ბურჭულაძეს შეხვდება. მოგვიანებით, იგი თავდაცვის ძალების ერთ-ერთ სამხედრო ბაზას ესტუმრება და ამერიკელი და ქართველი სამხედრო მოსამსახურეების მონაწილეობით ერთობლივ სწავლებას დაესწრება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S