სამინისტრო: "ბურჭულაძე და ოსტინი გააფორმებენ შეთანხმებას საქართველოს თავდაცვისუნარიანობისა და შეკავების შესაძლებლობების გაძლიერების თაობაზე"
18/10/2021 05:10:31 პოლიტიკა
ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანის ლოიდ ოსტინის საქართველოში ვიზიტის ფარგლებში თავდაცვის სამინისტროსა და აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტს შორის გაფორმდება შეთანხმების, რომელიც საქართველოს თავდაცვისუნარიანობისა და შეკავების შესაძლებლობების გაძლიერებას ისახავს მიზნად.
როგორც საქართველოს თავდაცვის უწყების მიერ გავრცელებულ ინფრაციაშია ნათქვამი, ჯუანშერ ბურჭულაძე ლოიდ ოსტინს თავდაცვის სამინისტროში უმასპინძლებს.
"ოფიციალური დახვედრის ცერემონიის შემდეგ ქართველი და ამერიკელი კოლეგები ორმხრივ შეხვედრას გამართავენ, სადაც აშშ-სა და საქართველოს შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის საკითხებს განიხილავენ. მოგვიანებით, ერთობლივ პრეს–კონფერენციაზე ბურჭულაძე და ოსტინი მედიის წარმომადგენლებისთვის განცხადებებს გააკეთებენ. დაგეგმილია საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტს შორის შეთანხმების გაფორმება, რომელიც საქართველოს თავდაცვისუნარიანობისა და შეკავების შესაძლებლობების გაძლიერებას ისახავს მიზნად.
ვიზიტის ფარგლებში ლოიდ ოსტინი შეხვედრას გამართავს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან.
აშშ-ის თავდაცვის მდივანი საქართველოს თავდაცვის ძალების ერთ-ერთ სამხედრო ბაზას ესტუმრება და ამერიკელი და ქართველი სამხედრო მოსამსახურეების მონაწილეობით ერთობლივ სწავლებას დაესწრება", – ნათქვამია საქართველოს თავდაცვის უწყების მიერ გავრცელებულ ინფრაციაში.


