Accentnews.ge
სერგეენკო "სავალდებულო აცრისთვის​​ ხისტ ნაბიჯებს" არ გამორიცხავს

სერგეენკო "სავალდებულო აცრისთვის​​ ხისტ ნაბიჯებს" არ გამორიცხავს

18/10/2021 08:32:34 პოლიტიკა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ვიცე-სპიკერი დავით სერგეენკო "სავალდებულო აცრისთვის​​ ხისტ ნაბიჯებს" არ გამორიცხავს.

მისი თქმით, იგეგმება შეზღუდვების ნაწილი, რომელიც ვაქცინირებულ და არავაქცინირებულ პირებს განასხვავებს.

"ეპიდვითარება ცალსახად უარესდება. [...] მნიშვნელოვანია არსებული შეზღუდვების განუხრელი აღსრულება. პრობლემის შესარბილებლად ქვაკუთხედი მონიტორინგი და ადეკვატური რეაგირებაა. უკვე ასპარეზზე გამოვა შეზღუდვების ნაწილი, რომელიც განასხვავებს ვაქცინირებულს და არავაქცინირებულს. არავაქცინირებულებისთვის განხორციელდება ის შეზღუდვები სელექტიურად, რაც ყველასთვის მძიმე გადასატანია, მაგრამ ეს არის ის ფასი, რაც უნდა გადავიხადოთ იმაში, რომ ყოველდღიურად ამდენი ადამიანი არ იღუპებოდეს. სავალდებულო აცრებს მნიშვნელობა მაშინ ექნება, თუ მას შესაბამისი აღსრულება ექნება. მხოლოდ რეგულაციაში ასახული სავალდებულოობა საკმარისად ეფექტური არ იქნება. ახლა უნდა განხორციელდეს სელექტიური შეზღუდვები არავაქცინირებულებზე და რაც არ უნდა დისკრიმინაციილად ჟღერდეს – უპირატესობა ვაქცინირებულს მიენიჭოს. თუ ამან ორ-სამკვირიან პერიოდში შედეგი არ იქონია, საჭირო იქნება ძალიან ხისტი ნაბიჯების გადადგმა პროფესიული ნიშნით და რისკჯგუფების სავალდებულო აცრისთვის​​“,- განაცხადა დავით სერგეენკომ.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 664 813 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 614 855 პირი გამოჯანმრთელდა, 9 510 პაციენტი გარდაიცვალა.

სულ ჩატარდა 1 914 269 აცრა, დღიურად აცრილია 2 260.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S