Accentnews.ge
ღარიბაშვილი: "სტრატეგიული პარტნიორობით ვაგრძელებთ ტერორიზმისა და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ერთობლივი ძალისხმევის განხორციელებას"

ღარიბაშვილი: "სტრატეგიული პარტნიორობით ვაგრძელებთ ტერორიზმისა და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ერთობლივი ძალისხმევის განხორციელებას"

18/10/2021 13:21:37 პოლიტიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივან ლოიდ ოსტინთან შეხვედრას სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ეხმიანება.

მთავრობის მეთაური წერს, რომ საქართველო და ამერიკის შეერთებული შტატები არაერთ ბრძოლაში გამოცდილი სტრატეგიული პარტნიორობით აგრძელებენ ტერორიზმისა და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ერთობლივი ძალისხმევის განხორციელებას.

„მოხარული ვარ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანს შევხვდი მისი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში. არაერთ ბრძოლაში გამოცდილი სტრატეგიული პარტნიორობით ვაგრძელებთ ტერორიზმისა და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ერთობლივი ძალისხმევის განხორციელებას. განვიხილეთ თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროებში ორმხრივი თანამშრომლობა, საქართველოს ევროპული და ჩრდილო-ატლანტიკური მისწრაფებები და შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხები”,- წერს პრემიერ-მინისტრი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S