ოსტინი - საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციაზე: "გვქონდა საშუალება, გვესაუბრა საკითხებზე, რომლებიც გაუმჯობესებას საჭიროებენ"
18/10/2021 10:58:26 პოლიტიკა
ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა ქართველი კოლეგა ჯუანშერ ბურჭულაძესთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე, მათ შორის ნატო–ში საქართველოს ინტრეგრაციის საკითხზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ არსებობს საკითხები, რომლებიც გაუმჯობესებას საჭიროებენ.
ჟურნალისტის კითხვაზე, ბოლო პერიოდში გატარებული რეფორმები რამდენად არის საკმარისი იმისთვის, რომ საქართველო ნატო-ს წევრი გახდეს, ლოიდ ოსტინმა შემდეგი განაცხადა:
„საქართველო აგრძელებს პროგრესის გზას თავდაცვის რეფორმის სფეროში. დღეს შესანიშნავ ლიდერებთან გვქონდა შეხვედრა. გვქონდა შესაძლებლობა, უშუალოდ გვესაუბრა მათთან, განგვეხილა მთელი რიგი საკითხები, რომლებიც გაუმჯობესებას საჭიროებენ".
მისი თქმით, "აშშ მუდმივად – საქართველოს დამოუკიდებლობის დღიდან უჭერდა მხარს დემოკრატიის გზაზე ქვეყნის ძალისხმევას"
"მოველით, რომ დემოკრატიული ინსტიტუტები გაძლიერდება“,-დასძინა ლოიდ ოსტინმა.


