Accentnews.ge
ოხანაშვილი – ევროპარლამენტარებზე: "პატივი სცენ პარტნიორი ქვეყნის კანონებს"

ოხანაშვილი – ევროპარლამენტარებზე: "პატივი სცენ პარტნიორი ქვეყნის კანონებს"

18/10/2021 14:19:31 პოლიტიკა

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი ევროპარლარმენტარებს მოუწოდებს, რომ „საქართველოში მოქმედ კანონებს პატივი სცენ“.

საუბარია იმ პოლიტიკოსებზე, რომლებიც ხელს აწერენ განცხადებას, სამართლიანი სასამართლოს წინაშე წარდგომამდე მიხეილ სააკაშვილის პატიმრობის შეწყვეტას მოთხოვნის თაობაზე.

ოხანაშვილის თქმით, ეს განცხადება ევროკავშირის პოზიციას არ გამოხატავს და განცხადებაზე ხელმომწერები შეცდომაში არიან შეყვანილი.

„ზოგიერთი თუ ცალკეული ევროპარლამენტარის პოზიცია არ გამოხატავს არც ევროკავშირის და არც ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების პოზიციას. ეს არ გამოხატავს ჩვენი ევროპელი მეგობრების პოზიციას, რომელთანაც ჩვენ გვაქვს ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

მისი თქმით, „ეს ადამიანები თუ საუბრობენ მსჯავრდებულ სააკაშვილის თითქოს უდანაშაულობაზე, ეს არის ქართველი ხალხის აბუჩად აგდება“:

„ან შეცდომაში არიან ისინი შეყვანილი, ან ჩამოვიდნენ და პირადად გაეცნონ ფაქტობრივ გარემოებებს, ცოცხალ მოწმეებს, ადამიანებს, ვინც დაზარალებული და მსხვერპლი არიან და ნახავენ, თუ რასთან გვაქვს საქმე”.

პარლამენტარის თქმით, თუ განცხადებაზე ხელმომწერები პატივს არ სცემენ საქართველოში კანონის უზენაესობას, მაშინ ეს საქართველოს მოქალაქეების შეურაცხყოფა იქნება:

„ამიტომ ისეთ განცხადებას და პოზიციას ნუ დაიკავებენ, რომელიც მათი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის მოქალაქეებს მიაყენებს შეურაცხყოფას. ეს სხვა არაფერია, თუ არა ჩვენი მოქალაქეების და განსაკუთრებით მსხვერპლი თუ დაზარალებული პირების შეუარაცხყოფა. კეთილი ინებონ და ყველამ პატივი სცეს სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპს“.

„თუ პატივს სცემენ თავის ქვეყანაში კანონის უზენაესობას, კეთილი ინებონ და პატივი სცენ სტრატეგიულ პარტნიორ ქვეყნაშიც მოქმედ კანონებს და წესებს. წინააღმდეგ შემთხვევაში ეს იქნება კიდევ ერთხელ ჩვენი მოქალაქეების შეურაცხყოფა“, – დასძინა მან.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S