Accentnews.ge
„მინდა, იცოდეთ, რომ მხოლოდ თქვენი ჩართულობით შეიძლება საბოლოო მიზნამდე მისვლა და ეს მიზანი უკეთესი წალენჯიხაა“

„მინდა, იცოდეთ, რომ მხოლოდ თქვენი ჩართულობით შეიძლება საბოლოო მიზნამდე მისვლა და ეს მიზანი უკეთესი წალენჯიხაა“

18/10/2021 15:29:56 პოლიტიკა

წალენჯიხის მერობის კანდიდატი "ქართული ოცნებიდან" გოგა გულორდავა მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს.

მოსახლეობასთან კომუნიკაციის ფარგლებში გულორდავა ამჯერად ახალგაზრდებს შეხვდა და საჯარო ლექცია, თემაზე - „აქტიური მოქალაქე და თვითმმართველობა“ წაიკითხა.

შეხვდა ქალაქ ჯვარში, „ჯვარის სათემო განათლების ცენტრში“ გაიმართა. წალენჯიხის მერობის კანდიდადის 6 პუნქტიან გეგმაში ახალგაზრდებთან დაკავშირებულ ისეთ საკითხებთ შეხვდებით, როგორებიცაა: ახალგაზრდობის პოლიტიკის დოკუმენტის შემუშავება თვითმმართველობის საქმიანობაში აქტიური ჩართულობის მიზნით, ადგილობრივი ახალგაზრდა მეწარმეების წახალისეებისა და გაძლიერების საკითხი, მოხალისეთა კლუბების შექმნა და ახალგაზრდული იდეების ბანკის რეესტრის წარმოება.

„ჩემს ექვსპუნქტიან გეგმაში ახალგაზრდა მეწარმეები და, ზოგადად, აქტიური მოქალაქეები განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში არიან. ყველაზე მთავარი, გადაწყვეტილია – რომ უნდა შეიქმნას ახალგაზრდების ჩართულობის ყოველწლიური სამოქმედო გეგმა. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი იდეა, რომელიც ჩემი გამარჯვების შემდეგ წალენჯიხაში განხორციელდება, ესაა ესაა მოხალისეობის განვითარებისა და მოხალისეთა გადამზადების პროგრამა. ჩვენი დაკვირვებითა და ახალგაზრდებთან მრავალი კომუნიკაციის შემდეგ მივედით დასკვნამდე, რომ ამ ქალაქში არის განსაკუთრებული მოხალისეობრივი კულტურაა. ეს არის მომენტი, როდესაც კრიზისებისა და არამარტო კრიზისების დროს ახალგარდები მოხალისეობრივ საწყისებზე ერთიანდებიან და ერთვებიან თავიანთი ქალაქის და თანაქალაქელების მხარდასაჭერად. ჩვენ, ამ ენერგიასა და ენთუზიაზმს ახალგაზრდებთან ერთად შესაბამის მიმართულებას მივცეთ. ამ პროექტების განხორციელება 30 ოქტომბერს, გამარჯვების გაფორმების შემდეგ დაიწყება“ - განაცხადა გულორდავამ შეხვედრის დასრულების შემდეგ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S