ვოლსკი – ევროპელი პოლიტიკოსების განცხადებაზე: „ფარისევლურია"
18/10/2021 15:32:56 პოლიტიკა
საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პატიმრობის შეწყვეტის თაობაზე 70-ზე მეტი ევროპელი პოლიტიკოსის ღია წერილს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ "ფარისევლური" უწოდა.
„ფარისევლურია ეს განცხადება, ვინაიდან არა მარტო იმ დანაშაულშია [რომლებზეც მსჯავდებულია] მხილებული იგი [მიხეილ სააკაშვილი] საზოგადოების მიერ, საზოგადოების დიდი ნაწილი ზუსტად არის ინფორმირებული იმ მკვლელობების თაობაზე, რომლებიც მისმა კასტამ ჩაიდინა. უამრავი ნაწამები ადამიანი და არა მარტო ნაწამები, ღირსებაშელახული ადამიანი დაკავშირებულია იმ მმართველობასთან, რომელიც სააკაშვილმა შექმნა. ამ განცხადებაზე ხელმომწერები, ყველანი, თითოეული მათგანი უპირისპირდება იმ ოჯახს, რომლის კისერზეც, ისტორიაზეც გადაიარა იმ რეჟიმმა, რასაც სააკაშვილი ხელმძღვანელობდა", - განაცხადა ვოლსკიმ.


