"სამართლის აღსრულებას წინ ვერავინ აღუდგება, არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, რომელი ევროპარლამენტარი რას იტყვის"
19/10/2021 09:41:22 პოლიტიკა
კანონის აღსრულებას ჩვენს ქვეყანაში ვერავინ აღუდგება წინ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საქმესთან დაკავშირებით ევროპარლამენტარების განცხადებების საპასუხოდ განაცხადა
როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, "არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, რომელი ევროპარლამენტარი რას იტყვის იმიტომ, რომ ჩვენთვის მთავარია ჩვენი ხალხი რას იტყვის":
„მუდმივი სპეკულირება მიმდინარეობს იმის, რომ ვიღაც ევროპარლამენტარი გამოდის ბრძნული სახით და გვაძლევს ბრძნულ რჩევებს. ერთ რამეს ვეტყვი ყველას, რომ ამ სიაში ბევრი ქართული გვარები აღმოვაჩინეთ. ქართველი ევროპარლამენტარები მე არ ვიცი, მაგრამ მინდა, ერთი რამ გითხრათ - კანონის აღსრულებას, სამართლის აღსრულებას ჩვენს ქვეყანაში ვერავინ ვერ აღუდგება წინ, რამდენი ევროპარლამენტარიც არ უნდა გამოვიდეს. არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, რომელი ევროპარლამენტარი რას იტყვის იმიტომ, რომ ჩვენთვის მთავარია ჩვენი ხალხი რას იტყვის. სააკაშვილი წარსდგა მართლმსაჯულების წინაშე, მას ძალიან ბევრი დანაშაული აქვს ჩადენილი, რაც დადგენილია პროკურატურის, გამოძიების და სასამართლოს ყველა ინსტანციის მიერ. შესაბამისად, სამართლის აღსრულებას წინ ვერავინ აღუდგება“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.


