Accentnews.ge
"რეგიონში კი არა, ევროპის მასშტაბით ერთ-ერთი გამორჩეული, ძალიან ძლიერი ეკონომიკური ზრდა გვაქვს"

"რეგიონში კი არა, ევროპის მასშტაბით ერთ-ერთი გამორჩეული, ძალიან ძლიერი ეკონომიკური ზრდა გვაქვს"

19/10/2021 10:00:16 პოლიტიკა

"რეგიონში კი არა, ევროპის მასშტაბით ერთ-ერთი გამორჩეული ძალიან ძლიერი, 12%-იანი ეკონომიკური ზრდა გვაქვს", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, მთავრობა თავდაჯერებულია, რომ წლის ბოლომდე ქვეყანა 10%-იან ეკონომიკურ ზრდაზე გავა:

"დიდი ალბათობით, ჩვენ გავალთ 10%-იან ეკონომიკურ ზრდაზე წლის ბოლოს. შესაბამისად, კიდევ უფრო მეტ პროექტს განვახორციელებთ ახალი წლიდან, კიდევ უფრო წავახალისებთ საშუალო და მცირე ბიზნესს, სოფლის მეურნეობას. ბიზნესთან გვექნება უფრო მჭიდრო ურთიერთობა, რომ სინერგია შევქმნათ და მეტად განვავითაროთ ჩვენი ქვეყანა“.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S