Accentnews.ge
"გვაქვს უნიკალური შანსი, საბოლოოდ დავამთავროთ „ნაცმოძრაობა“

"გვაქვს უნიკალური შანსი, საბოლოოდ დავამთავროთ „ნაცმოძრაობა“

19/10/2021 10:22:35 პოლიტიკა

"ქართული ოცნების" თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, ქართული დემოკრატიისთვის "ნაციონალური მოძრაობის" დასრულება მნიშვნელოვანი საკითხია".

მისი თქმით, 30 ოქტომბერი "უნიკალური შანსია ენმ-ის საბოლოოდ დასამთავრებლად".

"ნაციონალური მოძრაობის“ დამთავრებას რაც შეეხება, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი თემა ქართული დემოკრატიისთვის. გეთანხმებით, რომ "ნაციონალური მოძრაობა“ დღემდე საკუთარ თავს ინარჩუნებდა, ამის საშუალებას მათ აძლევდა სხვადასხვა ფაქტორი, მათ შორის ის, რომ სააკაშვილი წარმართავდა პროცესებს კიევიდან თავისი მოპარული ფულით. [...] ახლა ენმ–ის ბელადი არის ციხეში, 3 წელი არ იქნება არჩევნები, შესაბამისად, ახლა ჩვენ გვაქვს უნიკალური შანსი, საბოლოოდ დავამთავროთ „ნაცმოძრაობა“, ამისთვის საჭიროა 30 ოქტომბერს სრული მობილიზაცია, ჩვენ გვჭირდება მობილიზაცია ყველა მუნიციპალიტეტში იმისთვის, რომ გამარჯვება მოვიპოვოთ. ეს გახდება საწინდარი იმისა, რომ სრულიად განეიტრალდეს ეს პოლიტიკური ძალა, რომელიც ქართულ პოლიტიკაში მხოლოდ უარყოფით როლს ასრულებს“,-განაცხადა კობახიძემ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S