Accentnews.ge
სამადაშვილი: "სააკაშვილს მიეცეს უფლება, გაასაჩივროს განაჩენი და გადაუვადდეს სასჯელის მოხდა"

სამადაშვილი: "სააკაშვილს მიეცეს უფლება, გაასაჩივროს განაჩენი და გადაუვადდეს სასჯელის მოხდა"

19/10/2021 10:04:46 პოლიტიკა

ფრაქცია „ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის“ წევრი სალომე სამადაშვილი აცხადებს, რომ ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს მის მიმართ გამოტანილი განაჩენის გასაჩივრების უფლება უნდა მიეცეს და ამ მიზეზით, სასამართლოს ახალ გადაწყვეტილებამდე გათავისუფლდეს.

იგი ინიციატივით გამოდის, მომზადდეს საკანონმდებლო ცვლილებები, რომლითაც მიხეილ სააკაშვილს მსჯავრის მოხდის პროცესი გადაუვადდება:

"რამდენადაც მიხეილ სააკაშვილი გასამართლებული იქნა მისი თანამონაწილეობის გარეშე და ევროპული კონვენცია ითვალისწინებს, რომ ადამიანს, მოქალაქეს უნდა ჰქონდეს უფლება, დაესწროს საკუთარ სასამართლო პროცესს, განვიხილოთ შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც დაადგენს, რომ – მიეცეს მსჯავრდებულს უფლება, გაასაჩივროს გამოტანილი განაჩენი სწორედ იმ მიზეზით, რომ ის არ ესწრებოდა სასამართლო სხდომებს და მეორე, ასევე განვიხილოთ, მივიღოთ შესაბამისი ცვლილება, რათა ეს პირი, შესაბამისად, ახალი სასამართლო გადაწყვეტილების მიღებამდე გათავისუფლებული იქნას პატიმრობიდან, უფრო სწორად გადავადებული იქნას მისი მსჯავრის მოხდის პროცესი".

მისივე თქმით, საქართველოს პარლამენტმა ასევე უნდა იმსჯელოს ახალ საკანონმდებლო ცვლილებებზე, რომელიც ყოფილი მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირების წინააღმდეგ დევნის დაწყებას შეეხება:

"უახლოეს მომავალში საქართველოს პარლამენტმა, ვფიქრობ, უნდა იმსჯელოს ახალ საკანონმდებლო ცვლილებაზე, რაც შეეხება მაღალი პოლიტიკური პირების წინააღმდეგ სამართლებრივი დევნის დაწყებას. იმიტომ რომ ხელისუფლება, მოგწონთ თუ არ მოგწონთ, გჯერათ თუ არა, ძალიან მალე შეიცვლება ამ ქვეყანაში და მურუსიძის სასამართლოს ხელში თქვენ აღმოჩნდებით. მმართველ გუნდს მივმართავ და არავის არ ვუსურვებდი მურუსიძის სასამართლოს ხელში მოხვედრას".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S