Accentnews.ge
"მმართველი გუნდი ენმ–ის დასრულებაზე როცა საუბრობს, ნახევარ მილიონ მოქალაქეს ეუბნება, რომ ამ ქვეყანაში ცხოვრების უფლება არ აქვთ"

"მმართველი გუნდი ენმ–ის დასრულებაზე როცა საუბრობს, ნახევარ მილიონ მოქალაქეს ეუბნება, რომ ამ ქვეყანაში ცხოვრების უფლება არ აქვთ"

19/10/2021 09:49:10 პოლიტიკა

ფრაქცია “ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის” წევრის სალომე სამადაშვილის განცხადებით, “ქართული ოცნება” “ნაციონალურ მოძრაობის” დასრულებაზე როცა საუბრობს, ნახევარ მილიონ მოქალაქეს ეუბნება, რომ ამ ქვეყანაში ცხოვრების უფლება არ აქვთ".

მისი თქმით, „ოცნება“ საზოგადოებას ვერაფერს სთავაზობს, გარდა სიძულვილის ენისა.

"როცა ხელისუფლება აცხადებს, რომ ამა თუ იმ პოლიტიკურ ძალას დაასრულებს, ის არ ემუქრება ამ პოლიტიკური ძალის ლიდერებს, არამედ მოქალაქეებს, რომლებიც საკუთარ მხარდაჭერას აფიქსირებენ ამ პარტიის მიმართ. როცა მმართველი გუნდი „ნაციონალური მოძრაობის“ დასრულებაზე საუბრობს, რეალურად, ნახევარ მილიონ მოქალაქეს ეუბნება, რომ მათ ამ ქვეყანაში ცხოვრების და არსებობის უფლება არ აქვთ და ეს პირდაპირ ზრდის პოლარიზებას და ჩიხში შეჰყავს ქვეყნის მომავალი“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S