პლენარულ სხდომაზე ოპოზიციის მისამართით ალუდა ღუდუშაურის განცხადებას ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა
19/10/2021 10:00:55 პოლიტიკა
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ოპოზიციის მისამართით „ქართული ოცნების“ წევრის ალუდა ღუდუშაურის განცხადებამ სიტყვიერი დაპირისპირება გამოიწვია.
ღუდუშაურმა სიტყვით გამოსვლისას თავდაპირველად სალომე სამადაშვილს მიმართა და წინა ხელისფლების მანკიერი მხარეები გაახსენა. შემდეგ მან შალვა შავგულიძეს მიმართა გაეხსენებინა, თუ როგორ და რა პირობებში უწევდათ ადვოკატებს მსჯავრდებულების მონახულება. ალუდა ღუდუშაურმა ასევე მამუკა ხაზარაძესაც მიმართა და წინა ხელისუფლების პერიოდში სესხების გაცემის პირობები გაახსენა, მათი მისამართით კი ტერმინი „უტიფარი“ გამოიყენა და განაცხადა, რომ ხალხს ყველაფერი ახსოვს.
ალუდა ღუდუშაურთან მისვლა და მისთვის პასუხის გაცემა მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ სცადეს, რაც სიტყვიერ შელაპარაკებაში გადაიზარდა.
დაძაბულობა მანდატურებისა და დეპუტატების ჩარევის შედეგად განიმუხტა.


