ღარიბაშვილი და კობახიძე რეგიონების მუნიციპალიტეტების მერობის კანდიდატებთან შეხვედრებს განაგრძობენ
19/10/2021 11:01:44 პოლიტიკა
გრძელდება საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის და „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის შეხვედრები რეგიონების მუნიციპალიტეტების მერობის კანდიდატებთან და საარჩევნო შტაბების ხელმძღვანელებთან.
მმართველი პარტიის ცნობით, რიგით მეორე შეხვედრა ბათუმში გაიმართა. შეხვედრას ესწრებოდნენ „ქართული ოცნების“ რეგიონული მდივანი დიმიტრი სამხარაძე, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ლერი ბარნაბიშვილი, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე და ბათუმის მერობის კანდიდატი არჩილ ჩიქოვანი.
ბათუმისა და ხელვაჩაურის შემდეგ, დღესვე შეხვედრა გაიმართება ოზურგეთში


