Accentnews.ge
საია: "კახა კუჭავა აგიტაციის წესის დარღვევის გამო არ დააჯარიმეს"

საია: "კახა კუჭავა აგიტაციის წესის დარღვევის გამო არ დააჯარიმეს"

19/10/2021 11:16:22 პოლიტიკა

სასამართლომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა 2 ოქტომბერს აგიტაციის წესების დარღვევის ფაქტზე სამართალდამრღვევად სცნო. მოსამართლემ მას ადმინისტრაციული პასუხისმგებლობით გათვალისწინებული ჯარიმა არ დააკისრა და სიტყვიერი შენიშვნით შემოიფარგლა.

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ წარმომადგენლის ნონა ქურდოვანიძის თქმით, 2 000-ლარიანი ჯარიმის ნაცვლად სასამართლომ პარლამენტის თავმჯდომარეს სიტყვიერი შენიშვნა მისცა:

“კახა კუჭავა არჩევნების დღეს უბანზე "ქართული ოცნების" სიმბოლიკიანი პირბადით გამოცხადდა და კანონი დაარღვია. მისი ქმედება უბანზე აგიტაციას წარმოადგენს და ისჯება 2000-ლარიანი ჯარიმით. ეს იმდენად ცალსახა დარღვევა იყო, რამდენიმე დღის წინ საიას წარდგენილ საჩივარზე მსჯელობისას, ცესკომ კუჭავას წინააღმდეგ სამართალდარღვევის ოქმი შეადგინა. სხვა რეაგირებას არც ველოდით. დღეს სასამარათლომ ამ ოქმთან დაკავშირებით იმსჯელა და სრულიად ,,მოულოდნელად“, კუჭავას ქმედება მცირე მნიშვნელობის გადაცდომად შეაფასა და ჯარიმის ნაცვლად, სიტყვიერი შენიშვნა მისცა”.

2 ოქტომბერს კახა კუჭავა საარჩევნო უბანზე ხმის მისაცემად გამოცხადდა პირბადით, რომელზეც დატანილი იყო “ქართული ოცნების” სიმბოლიკა, რაც საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევაა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S