"შეკრება თუ დაიგეგმება, პირველ რიგში, ეს იქნება გამარჯვების აქცია"
19/10/2021 13:18:44 პოლიტიკა
"ქართული ოცნების" თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის თქმით, თუ შეკრება დაიგეგმება, ეს "გამარჯვების აქცია" იქნება.
„გვქონდა მსჯელობა, თუ რაიმე აქცია დაიგეგმება, ეს იქნება პირველ რიგში გამარჯვების აქცია. 2 ოქტომბრის არჩევნებში დამაჯერებელი გამარჯვება ჩვენ უნდა აღვნიშნოთ და ასევე ეს იქნება სამობილიზაციო აქცია 30 ოქტომბრის მეორე ტურისთვის, ანუ ეს არის საარჩევნო ღონისძიება, თუ ასეთი დაიგეგმება“, – განაცხადა კობახიძემ.


