Accentnews.ge
სააკაშვილი – ფირცხალავას, შამათავას და ცააძეს: "შეწყვიტეთ შიმშილობა, ჩემი მსხვერპლიც საკმარისია"

სააკაშვილი – ფირცხალავას, შამათავას და ცააძეს: "შეწყვიტეთ შიმშილობა, ჩემი მსხვერპლიც საკმარისია"

19/10/2021 12:04:42 პოლიტიკა

ექს–პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი შიმშილის შეწყვეტისკენ მოუწოდებს ყოფილ მაღალჩინოსნებს ირაკლი ფირცხალავას, რომან შამათავას და გიორგი ცააძეს, რომლებმაც მას სოლიდარობა გამოუცხადეს.

სააკაშვილის მიმართვა ენმ-ის წევრმა ეკა ხერხეულიძემ ჟურნალისტებს რუსთავის N12 პენიტენციური დაწესებულების დატოვების შემდეგ გააცნო, სადაც მან ექს–პრეზიდენტი მოინახულა.

"გავიგე, რომ საპატიმროში მყოფი სამხედროები შიმშილობენ ჩემთან სოლიდარობის ნიშნად. ისიც გავიგე, რომ მინიმუმ ერთი მათგანის, რომან შამათავას მდგომარეობა არის ძალიან მძიმე. რომან შამათავა საქართველოს ეროვნული გმირია. მინდა, კი არ გთხოვოთ, არამედ როგორც თქვენმა ყოფილმა უმაღლესმა სარდალმა მოგთხოვოთ - დაუყოვნებლივ შეწყვიტოთ შიმშილობა. ჩემი მსხვერპლიც საკმარისია ამ ეტაპზე", - ნათქვამია სააკაშვილის წერილში.

ირაკლი ფირცხალავა შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის ყოფილი მოადგილეა, გიორგი ცააძე- სს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის სამძებრო სამმართველოს უფროსის ყოფილი მოადგილე. ორივე მათგანი სასჯელს ე.წ. კორტების საქმეზე იხდიან. რომან შამათავა კუდ–ის აფხაზეთის მთავარი სამმართველოს ყოფილი უფროსია, რომელიც სასჯელს იხდის პაატა ქარდავასა და დავით ცინდელიანის უკანონოდ თავისუფლების აღკვეთისა და განზრახ მკველელობის მცდელობის საქმეზე.

მიხეილ სააკაშვილი თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს. იგი თავს პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევს და დაკავების შემდეგ შიმშილობს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S