კალაძე: "რა თემაზე უნდა ვედებატო მელიას?"
19/10/2021 17:00:30 პოლიტიკა
"რა თემაზე უნდა ვედებატო მელიას?", – ასე პასუხობს „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე „ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატ ნიკა მელიას შემოთავაზებას.
"მაშინ, როცა მელია დებატებიდან გარბის. მაშინ, როცა სტუდიაში ხულიგნობს და ილანძღება. მაშინ, როცა წინასაარჩევნო კამპანიისას ჩემი ოჯახის შეურაცხყოფით იყვნენ დაკავებულები. მაშინ, როცა არანაირი ხედვა თბილისთან დაკავშირებით და საარჩევნო პროგრამა არ წარმოუდგენიათ, არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე გაახსენდათ დებატები? რამდენიმე დღის წინ ორი დაპირება გააჟღერეს და ორივე დიდი ტყუილი. აი, ეს არის ჩემი პასუხი",- განაცხადა, "პირველი არხის" ცნობით, კალაძემ.
ნიკა მელიამ კახა კალაძეს დებატები დღეს შესთავაზა.


