Accentnews.ge
"ოცნების" ქუთაისის მერობის კანდიდატი "მთავარ არხს" უჩივის და კომპენსაციის სახით 55 555 ლარს ითხოვს

"ოცნების" ქუთაისის მერობის კანდიდატი "მთავარ არხს" უჩივის და კომპენსაციის სახით 55 555 ლარს ითხოვს

20/10/2021 08:12:36 პოლიტიკა

"ქართული ოცნების" ქუთაისის მერობის კანდიდატი "მთავარ არხს" სასამართლოში უჩივის. იოსებ ხახალეიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განმარტა, რომ ის სარჩელს ტელევიზიის, მისი დირექტორის, ნიკა გვარამიასა და ჟურნალისტ ეკა გაგუას წინააღმდეგ მიმართავს.

მერობის კანდიდატის განცხადებით, ტელეარხის მიერ გავრცელებული მასალა მისი პატივისა და ღირსების შემლახველი იყო:

"ჩემი მოთხოვნაა იგივე ტელევიზიის მიერ საჯაროდ იქნას უარყოფილი ცილისმწამებლური ინფორმაცია და იგივე მოპასუხეებს დაეკისროთ მორალური ზიანის ანაზღაურება 55 555 ლარის ოდენობით".

მისი თქმით, სასამართლოს მიერ მის სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილების შემთხვევაში თანხა საქველმოქმედო ფონდში „ქუთაისი“ გადაირიცხება.

„მასალა, რომელიც „მთავარის“ ეთერში გავიდა შეიცავდა ცილისმწამებლურ და შეურაცხმყოფელ ინფორმაციას ჩემი, ჩემი ოჯახისა და ჩემი ქალაქისთვის. მივმართავ სასამართლოს და დაველოდები გადაწყვეტილებას. მინდა გითხრათ, რომ სასამართლოში სარჩელების შეტანას „ქართული ოცნების“ მერობის სხვა ქალაქების კანდიდატებიც გეგმავენ“, – განაცხადა ხახალეიშვილმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S