ოპოზიციის „ჩრდილოვანი კაბინეტის“ შემადგენლობა ცნობილია
20/10/2021 17:05:01 პოლიტიკა
ენმ–ის თავმჯდომარემ, თბილისის მერობის კანდიდატმა ნიკა მელიამ საზოგადოებას თბილისის ალტერნატიული მთავრობა – „ჩრდილოვანი კაბინეტი“ წარუდგინა, რომელის ბედსაც თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური გადაწყვეტს.
შეთანხმებას ნიკა მელიამ უპრეცედენტო უწოდა და განაცხადა, რომ პრობლემების სწორი გადაწყვეტის შესალებლობას სწორედ განსხვავებული მოსაზრებების ჭიდილი, შესაბამისად, მრავალფერონება წარმოშობს.
ამასთან, მელიამ განაცხადა, რომ არჩენებში გამარჯვების შემდეგ ენმ–ის თავმჯდომარის პოსტიდან გადადგება, რადგან ორ თანამდებობას ვერ დაიკავებს.
რაც შეეხება კოალიციურ გუნდს, შემადგენლობა ასე გამოიყურება:
- თბილისის მერის მოადგილე "ლელოს" დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე იქნება;
- თბილისის მერის კიდევ ერთი მოადგილის პოზიციას "გირჩი – მეტი თავისუფლების" ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე დაიკავებს;
- მოადგილეები ასევე იქნებიან ელენე ხოშტარია (დროა) და ირაკლი აბესაძე (ენმ);
- ჯანდაცვის და სოციალური მომსახურეობის სამსახური – სოფო ჯაფარიძე (ენმ);
- კულტურის სამსახური – მედეა მეტრეველი (ლელო);
- ანტიკორუფციული სამსახური – გიორგი ნონიაშვილი (ევროპული საქართველო);
- შესყიდვების სამსახური – მამუკა აჩბა (ერთიანი საქართველო);
- მუნიციპალური ინსპექცია – დიმიტრი ბიძინაშვილი (ენმ);
- იურიდიული სამსახური – გიგა ლემონჟავა (დროა);
- მერიის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი – დავით ლაგვილავა (ენმ);
- ტრანსპორტის სამსახური – ვასო ურუშაე (უპარტიო);
- თბილისის განვიტარების ფონდი – ნიკა ვაჩეიშვილი;
- თბილსერვის ჯგუფის ხელმძღვანელი – ბესო გაზდელიანი;
- არქიტექტურის სამსახურ – ლანა ბიბილაშვილი (ლელო);
- გლდანის გამგებელი – თენგიზ გიორგაძე (ენმ);
- ნაძალადევი – ლერი დემეტრაშვილი;
- დიდუბე – დავით ნაფეტვარიძე;
- ჩუღურეთი – კახა ჟღენტი (ლელო);
- ვაკე – საბა ბუაძე (ლელო);
- საბურთალო – ოთარ თავართქილაძე (ერთიანი საქართველო);
- ისანი – ლანა გალდავა (ლელო);
- სამგორი – გულიკო ზუმბაძე (ენმ);
- კრწანისი – რომეო ფარულავა;
- მთაწმინდა – თამაზ დათუნაშვილი (ლელო)
ანდენად, კოალიციურ გუნდში ექვსი პარტია იქნება წარმოდგენილი.
როგორც ხაზარაძემ განაცხადა, თბილისის მთავრობაში დასაქმებული ყველა კეთილსინდისიერი საჯარო მოსამსახურე შეინარუნებს სამუშაო ადგილს.
თავის მხრივ ნიკა მელიამ აღნიშნა, რომ გუნდის ამოცანა არ არის თბილისელების დაყოფა "ჩვენიანებად და სხვისიანებად, პრივილეგირებულებად და პირიქით, თბილისის ცენტრალურ და გარე უბნებად გაყოფა":
"ჩვენ ვერასოდეს ჩავერთვებით კორუფციულ სქემებში და ამისთვის მექანიზმს გთავაზობთ – კოალიციურ მთავრობას".
მელიას თქმი, 21 ოქტომბრიდან ინტენსიური საარჩევნო კამპანია დაიწყება.
ცნობისთვის: თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური 30 ოქტომბერს გაიმართება.


