კალაძე მელიას საარჩევნო დაპირებას სასაცილოს უწოდებს
20/10/2021 19:58:31 პოლიტიკა
თბილისის მერი და მერობის კანდიდატი კახა კალაძე სასაცილოს უწოდებს კონკურენტის, ენმ-ის მერობის კანდიდატის ნიკა მელიას დაპირებას 100 სტუდენტისთვის საზღვარგარეთ სწავლის დაფინანსების შესახებ.
"ერთ-ერთი დაპირება იყო, რომ 100 სტუდენტს ყოველწლიურად გაუშვებს უცხოეთში - სასაცილოა უბრალოდ, სამარცხვინოსაც აღარ ვუწოდებ, სასაცილოა.
იმაზე არ ვსაუბრობ, რომ მერია სოციალურად დაუცველებს ვეხმარებით - განათლების სამინისტრო ყოველწლიურად 900 სტუდენტს აძლევს შესაძლებლობას, გაემგზავროს უცხოეთში და გააგრძელოს სწავლა. 900 სტუდენტს. დღეს მელია გამოდის და უბრალოდ მეცინება, ამაზე რომ ვსაუბრობ, ამბობს, 100 სტუდენტს დავაფინანსებო". - თქვა კახა კალაძემ "იმედის" ეთერში.
ცნობისთვის: ნიკა მელიას განცხადებით, თბილისის მერად არჩევის შემთხვევაში, ყოველ წელს დედაქალაქი 100 თბილისელ სტუდენტს დაუფინანსებს „მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტებში" სწავლას, თბილისელი პენსიონერები ყოველთვიურად დამატებით 100 ლარს მიიღებენ, თბილისელი მოსწავლეებისთვის კი სკოლებში კვება უფასო იქნება.


