Accentnews.ge
"მხარს ვუჭერ ქართველი ხალხის ბრძოლას თავისუფლებისთვის” – ევროპარლამენტარი ღარიბაშვილის განცხადების შემდეგ

"მხარს ვუჭერ ქართველი ხალხის ბრძოლას თავისუფლებისთვის” – ევროპარლამენტარი ღარიბაშვილის განცხადების შემდეგ

20/10/2021 20:10:43 პოლიტიკა

ევროპარლამენტარმა ანა ფოტიგამ ევროკავშირის საერთო უსაფრთხოების და საგარეო პოლიტიკის წლიურ ანგარიშში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის სასარგებლოდ შესწორებების ინიცირება მოახდინა.

“როგორც საქართველოს დიდი ხნის მეგობარმა, ევროკავშირის საერთო უსაფრთხოების და საგარეო პოლიტიკის წლიურ ანგარიშში დღეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის სასარგებლოდ შესწორებების ინიცირება გავაკეთე. მე მტკიცედ ვუჭერ მხარს ქართველი ხალხის ბრძოლას თავისუფლებისთვის”, — წერს ანა ფოტიგა.

ევროპარლამენტარის მიერ ინიცირებული შესწორება გმობს რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას, საქართველოს მოქალაქეების გატაცებას, მკველობებს, მოუწოდებს რუსეთს, შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები.

შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ფოტიგა და კუბილიუსი „ქვეყნისთვის არაფერს წარმოადგენენ“:

„ვერც კუბილიუსის, ყველამ მიხედოს თავის ქვეყანას. ამ ქვეყანაში კანონისა და მართლმსაჯულების აღსრულებას წინ ვერავინ აღუდგება. [...] ვინ არის საერთოდ ფოტიგა, რატომ ბედავენ ამდენს?“

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S