Accentnews.ge
ჰარცელი – ღარიბაშვილის განცხადებაზე: "ევროპარლამენტარები, რომლებმაც ხელი მოაწერეს წერილს, მნიშვნელოვან როლს თამაშობენ ევროპარლამენტის მუშაობაში"

ჰარცელი – ღარიბაშვილის განცხადებაზე: "ევროპარლამენტარები, რომლებმაც ხელი მოაწერეს წერილს, მნიშვნელოვან როლს თამაშობენ ევროპარლამენტის მუშაობაში"

21/10/2021 07:18:40 პოლიტიკა

საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი არ აფასებს ევროპარლამენტარების წერილის შინაარსს, რომელშიც ისინი სამართლიან სასამართლომდე საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პატიმრობის შეწყვეტაზე საუბრობენ, თუმცა მათ სტატუსზე ამახვილებს ყურადღებას.

„როგორც ყოველთვის, ჩვენ კომენტარს არ ვაკეთებთ ინდივიდუალურ წერილებთან დაკავშირებით ისევე, როგორც კომენტარებს კომენტარების შესახებ. ის ევროპარლამენტარები, რომლებმაც ხელი მოაწერეს ამ წერილს, მნიშვნელოვან როლს თამაშობენ ევროპარლამენტის მუშაობაში და ევროკავშირის საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებით ისევე, როგორც საქართველოსთან და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებთან დაკავშირებით“,– განაცხადა დიპლომატმა.

შეგახსენებთ, რომ ღარიბაშვილმა 20 ოქტომბერს ევროპარლამენტარებთან მიმართებაში მორიგი ხისტი განცხადება გააკეთა:

„არც ფოტიგა, არც კუბილიუსი, არც არავინ ჩემთვის და ჩვენი ქვეყნისთვის არაფერს წარმოადგენენ. ამ ქვეყანაში კანონისა და მართლმსაჯულების აღსრულებას წინ ვერავინ აღუდგება. [...] ვინ არის საერთოდ ფოტიგა, რატომ ბედავენ ამდენს?“

მოგვიანებით ევროპარლამენტარმა ანა ფოტიგამ ევროკავშირის საერთო უსაფრთხოების და საგარეო პოლიტიკის წლიურ ანგარიშში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის სასარგებლოდ შესწორებების ინიცირების შესახებ დაწერა:

“როგორც საქართველოს დიდი ხნის მეგობარმა, ევროკავშირის საერთო უსაფრთხოების და საგარეო პოლიტიკის წლიურ ანგარიშში დღეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის სასარგებლოდ შესწორებების ინიცირება გავაკეთე. მე მტკიცედ ვუჭერ მხარს ქართველი ხალხის ბრძოლას თავისუფლებისთვის”.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S