Accentnews.ge
"თუ სადმე გადაიყვანენ პატიმარ სააკაშვილს, ეს იქნება ციხის საავადმყოფო"

"თუ სადმე გადაიყვანენ პატიმარ სააკაშვილს, ეს იქნება ციხის საავადმყოფო"

21/10/2021 09:23:18 პოლიტიკა

საქართველოს პრემიერ–მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილი განცხადებით, ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს საჭიროების შემთხვევაში მხოლოდ ციხის საავადმყოფოში გადაიყვანენ.

ღარიბაშვილი ამბობს, რომ ამ საკითხზე იუსტიციის მინისტრმა უკვე ისაუბრა.

"მე, რა თქმა უნდა, არ მსურს ამ საკითხზე კომენტარის გაკეთება, იუსტიციის მინისტრმა უკვე განაცხადა ამის თაობაზე გუშინ და ჩვენ მოვისმინეთ მისგან, რომ ერთადერთი დაწესებულება სადაც საჭიროების შემთხვევაში ექიმების რეკომენდაციით თუ მოხდება გადაყვანა პატიმარი სააკაშვილის, ეს იქნება ციხის საავადმყოფო. როგორც მოვისმინეთ ჩვენი იუსტიციის მინისტრისგან სხვა დაწესებულება არ განიხილება, ეს არის გამორიცხული" , - თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მიხეილ სააკაშვილი თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს. იგი თავს პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევს და დაკავების შემდეგ შიმშილობს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S