სააკაშვილი მხარდამჭერებს რუსთავის ციხის საკნიდან მიესალმა: "ძალიან მაგრები ხართ“
21/10/2021 09:30:25 პოლიტიკა
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან შეკრებილ მხარდამჭერებს ციხიდან მიესალმა.
სააკაშვილმა საკნიდან მხარდამჭერებს შემდეგი სიტყვებითაც მიმართა: „ძალიან მაგრები ხართ“.
ადგილზე იმყოფება რუსთავის მერობის კანდიდატი დავით კირკიტაძე.
მიხეილ სააკაშვილი თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს. იგი თავს პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევს და დაკავების შემდეგ შიმშილობს.


