Accentnews.ge
"უმჯობესი იქნება, სააკაშვილი სამკურნალოდ საზღვარგარეთ გააგზავნონ"

"უმჯობესი იქნება, სააკაშვილი სამკურნალოდ საზღვარგარეთ გააგზავნონ"

21/10/2021 10:24:43 პოლიტიკა

„გირჩის“ წევრი იაგო ხვიჩია აცხადებს, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სამკურნალოდ საზღვარგარეთ უნდა გააგზავნონ.

მისი თქმით, თუ ექს–პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდება, საქართველოში ექიმების მიკერძოებაზე ეჭვი გაჩნდება.

„ამ ყველაფრის გათვალისწინებით, უმჯობესი იქნება, სააკაშვილი სამკურნალოდ საზღვარგარეთ გავაგზავნოთ“, –დასძინა ხვიჩიამ.

მიხეილ სააკაშვილი თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს. იგი თავს პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევს და დაკავების შემდეგ შიმშილობს. პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ერთადერთი დაწესებულება, სადაც საჭიროების შემთხვევაში მიხეილ სააკაშვილს გადაიყვანენ, ციხის საავადმყოფო იქნება. ციხის საავადმყოფოში მესამე პრეზიდენტის მოთავსების წინააღმდეგია მისი პირადი ექიმი. ნიკოლოზ ყიფშიძე ამბობს, რომ ეს სააკაშვილის სიცოცხლეს რისკის ქვეშ დააყენებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S