Accentnews.ge
"სააკაშვილის მმართველობა არ და ვერ დაბრუნდება ვერსად, ვერცერთ მუნიციპალიტეტში"

"სააკაშვილის მმართველობა არ და ვერ დაბრუნდება ვერსად, ვერცერთ მუნიციპალიტეტში"

21/10/2021 11:20:55 პოლიტიკა

ერთი რამ მინდა ვუთხრა ყველას, რომ სააკაშვილის მმართველობა არ და ვერ დაბრუნდება ვერსად, არათუ ქვეყანაში, არამედ ვერცერთ მუნიციპალიტეტში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

იგი „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდს „სადისტების მმართველობის პერიოდად" აფასებს:

„კარგად გახსოვთ, რა ვითარებაში უწევდა ჩვენს მოსახლეობას ყოველდღიური ცხოვრება სააკაშვილის მმართველობის დროს. სადისტების მმართველობის პერიოდი ჩვენ კარგად გვახსოვს და ახსოვს ყველა მეგრელს, სამეგრელოს ყველა მკვიდრს. ერთი რამ მინდა ვუთხრა ყველას, რომ სააკაშვილის მმართველობა არ და ვერ დაბრუნდება ვერსად, არათუ ქვეყანაში, არამედ, ვერცერთ მუნიციპალიტეტში. ჩვენი მოსახლეობა და ჩვენი ხალხი ბრძენი ხალხია, ჩვენი ხალხი გააკეთებს სწორ არჩევანს. კიდევ ერთხელ მოსახლეობას მინდა, ვუთხრა, რომ ჩვენ ამ არჩევნებს ჩავატარებთ მაქსიმალურად გამჭვირვალედ, მშვიდ, კონკურენტულ ვითარებაში იმისთვის, რომ არცერთი კითხვა არ დარჩეს არცერთ დამკვირვებელს და არც ერთი კითხვა არ დაისვას. ეს არის ჩვენი მთავარი მოტივაცია და ჩვენ ამ ყველაფერს ძალიან მაღალ დონეზე ჩავატარებთ“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S