Accentnews.ge
"ჩვენ გვყავს ღირსეული კანდიდატი გოგა გულორდავა, რომელსაც უპირისპირდება ყველაზე ანტიეროვნული ორგანიზაცია ენმ–ის წარმომადგენელი"

"ჩვენ გვყავს ღირსეული კანდიდატი გოგა გულორდავა, რომელსაც უპირისპირდება ყველაზე ანტიეროვნული ორგანიზაცია ენმ–ის წარმომადგენელი"

21/10/2021 12:58:36 პოლიტიკა

საქართველოს პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, "ქართულ ოცნებას" წალენჯიხაში მერობის ღირსეული კანდიდატი ჰყავს, რომელსაც "უპირისპირდება ყველაზე ანტიეროვნული ორგანიზაცია ენმ–ის წარმომადგენელი".

"ჩვენ გვყავს ძალიან ღირსეული კანდიდატი, ბატონი გოგა გულორდავა, რომელსაც უპირისპირდება ყველაზე ანტიეროვნული და სახელმწიფოს მტერი, ორგანიზაცია „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენელი. ჩვენი ხალხი ბრძენია და ხალხმა ძალიან კარგად იცის, რა არჩევანი უნდა გააკეთოს. ჩვენ დარწმუნებული ვართ, ოცივე მუნიციპალიტეტში მოვიგებთ ძლიერად. ჩვენი ამოცანაა, რომ გოგამ მოიგოს ძალიან დიდი უპირატესობით ამ არჩევნებში, რათა ქვეყანა ერთხელ და სამუდამოდ დაწყნარდეს, დამშვიდდეს და ჩვენს ხალხს მიეცეს საშუალება იმისა, რომ რეალურად, მთავრობამ იზრუნოს მათი პრობლემების მოგვარებაზე, გადაჭრაზე, განვითარებასა და პროგრესზე. ეს უნდა იყოს ჩვენი მთავარი საზრუნავი, რომ მეორე ტურების შემდეგ, დასრულდეს ყოველგვარი დისკურსი, ლაპარაკი სააკაშვილზე, „ნაცმოძრაობაზე“ და გადავიდეთ მხოლოდ განვითარებაზე, პროგრესზე, მუშაობაზე. ეს არის ჩვენი მთავარი საზრუნავი“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S