Accentnews.ge
ხაზარაძის განცხადებით, მერის მოადგილის კანდიდატურაზე საკუთარი თავი მელიას თვითონ შესთავაზა

ხაზარაძის განცხადებით, მერის მოადგილის კანდიდატურაზე საკუთარი თავი მელიას თვითონ შესთავაზა

21/10/2021 12:24:57 პოლიტიკა

"ლელოს" ლიდერი მამუკა ხაზარაძე აცხადებს, რომ თბილისის მერის მოადგილის კანდიდატურაზე საკუთარი თავი ოპოზიციის მერობის კანდიდატ ნიკა მელიას თვითონ შესთავაზა.

"ყოველგვარი ყოყმანის გარეშე, ეს იყო ჩემი იდეა, ჩემი შეთავაზება. ჩვენ მანამდე განვიხილავდით ჩვენს კანდიდატურებს და ბოლო მომენტამდე, როცა ბოლო თათბირი იყო და შევიკრიბეთ ორი დღის წინ, ვუთხარი პირდაპირ, რომ თუ გვინდა შევცვალოთ ქვეყანა, ყველა ძალებით უნდა ჩავერთოთ. ვუთხარი, რომ მხოლოდ იმ შემთხვევაში ჩავერთვები, თუ ელენე ხოშტარია და ზურაც ანალოგიურ ნაბიჯებს გადადგამდნენ. ეს იყო ერთადერთი პირობა. მადლობა მათ, რომ დაეთანხმნენ და მიიღეს ეს გამოწვევა", - განაცხადა ხაზარაძემ.

20 ოქტომბერს ოპოზიციიდან თბილისის მერობის კანდიდატმა ნიკა მელიამ კოალიციური მთავრობა წარადგინა, მათ შორის მერობის მოადგილეობის 4 კანდიდატი სხვადასხვა პარტიიდან:

  • მამუკა ხაზარაძე - "ლელო";
  • ზურაბ ჯაფარიძე - "გირჩი - მეტი თავისუფლება";
  • ელენე ხოშტარია - "დროა";
  • ირაკლი აბესაძე - უპარტიო.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S