Accentnews.ge
"ზღულაძის მეუღლე გამოდის და ჭკუას გვარიგებს, მათ მიეხედათ სააკაშვილისთვის, როცა გამოზარდეს ეს დიქტატორი და მკვლელი"

"ზღულაძის მეუღლე გამოდის და ჭკუას გვარიგებს, მათ მიეხედათ სააკაშვილისთვის, როცა გამოზარდეს ეს დიქტატორი და მკვლელი"

21/10/2021 13:37:18 პოლიტიკა

საქართველოს პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, "ქვეყანაში სააკაშვილის, ახალაიების, კოდუების და ქარდავების დრო არ დაბრუნდება.

"ვანო მერაბიშვილის, ამ მჩაგვრელი ადამიანის დროს, მისი მოადგილე იყო ქალბატონი ეკა ზღულაძე და ზღულაძის მეუღლე, ევროპარლამენტარი, რომელიც არის სააკაშვილის პირადი მეგობარი, გამოდის ყოველ დღე და ბრძნული რჩევებით ჭკუას გვარიგებს. ჩემი პოზიცია იყო, რა თქმა უნდა, არ მაინტერესებს ამ ადამიანების არც რჩევა და არც მათი მოწოდება. მე ვეკითხები ხალხს, უნდა მაინტერესებდეს ამ ადამიანების რჩევა? მათ მიეხედათ სააკაშვილისთვის, როცა გამოზარდეს ეს დიქტატორი, მკვლელი. სააკაშვილმა, მელიამ და ამ ბანდამ, რომელიც აქ თარეშობდა, დაანგრიეს ჩვენი ქვეყანა. არც სააკაშვილის, არც ახალაიების, არც კოდუების, არც ქარდავების დრო ამ ქალაქში არ დაბრუნდება და ამ ქვეყანაში არ დაბრუნდება ეს მწამებელი კასტა“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S