Accentnews.ge
"ოცნების" მერობის კანდიდატის დაპირება რუსთაველებს: "ლიფტებით სარგებლობა უფასო იქნება"

"ოცნების" მერობის კანდიდატის დაპირება რუსთაველებს: "ლიფტებით სარგებლობა უფასო იქნება"

21/10/2021 14:00:30 პოლიტიკა

"ქართული ოცნების" რუსთავის მერობის კანდიდატი, ნინო ლაცაბიძე ამომრჩეველს პირდება, რომ მისი არჩევის შემთხვევაში, ახალი წლიდან რუსთავში ლიფტებით სარგებლობა უფასო იქნება.

"ახალი წლიდან რუსთავში ლიფტებით სარგებლობა იქნება უფასო. ძველი ამორტიზებული ლიფტების ახალი ლიფტებით სრულად ჩანაცვლებამდე, ჩემი მერობის პერიოდში, ბიუჯეტიდან დამატებით გამოიყოფა თანხები, რომ ახალი პროგრამის განხორციელება დავიწყოთ. პროგრამას განვახორციელებთ კორპუსის ამხანაგობებთან ერთად და ჩვენ შევძლებთ, რომ ლიფტების ელექტროენერგიის თანხა, რომლის აკრეფაც უწევს სამეზობლოს, გადაიხადოს რუსთავის მერიამ. ასევე, ამ პროგრამის ფარგლებში, ამხანაგობებთან შეთანხმებით გავაუქმებ ე.წ. ხურდის ჩასაყრელ ყუთებს და დავიწყებ კიდევ უფრო აქტიურად ძველი ამორტიზებული ლიფტების ახლით ჩანაცვლებას", - აცხადებს ნინო ლაცაბიძე.

შეგახსენებთ, თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური 30 ოქტომბერს გაიმართება. რუსთავის მერობისთვის მმართველი გუნდიდან ნინო ლაცაბიძე იბრძვის, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან" – დავით კირკიტაძე.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S