Accentnews.ge
"ჩვენთვის პრინციპული საკითხია ზუგდიდში მეორე ტურის მოგება"

"ჩვენთვის პრინციპული საკითხია ზუგდიდში მეორე ტურის მოგება"

21/10/2021 14:09:40 პოლიტიკა

„ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი ობახიძე აცხადებს, რომ მმართველი პარტიისთვის ზუგდიდში არჩევნების მეორე ტურში გამარჯვება პრინციპული საკითხია.

"ჩვენთვის პრინციპული საკითხია ზუგდიდში მეორე ტურის მოგება და დარწმუნებული ვართ, რომ მამუკა წოწერია მეორე ტურში აუცილებლად გაიმარჯვებს. "ნაციონალურმა მოძრაობამ" ძალიან მძიმე შეურაცხყოფა მიაყენა მთლიანად საქართველოს, კონკრეტულად ზუგდიდს, მათ შორის "კასრების" საქმით, აქედან გამომდინარე ძალიან მნიშვნელოვანია, პრინციპული პასუხი გაეცეს ამ ყველაფრის შემოქმედ პოლიტიკურ ძალას. ეს არის ბოროტი პოლიტიკური ძალა, შესაბამისად, მას საზოგადოებამ უნდა გასცეს სათანადო პასუხი. ამ ყველაფრის შემოქმედი პოლიტიკური ძალა არავითარ შემთხვევაში არ უნდა იღებდეს ამომრჩევლის ხმას", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S