"სტრასბურგის სასამართლომ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ საქართველო ისტორიის სწორ მხარესაა"
21/10/2021 15:16:41 პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სამართლებრივი გამარჯვებაა ჩვენი მშვიდობიანი დეოკუპაციის გზაზე.
„საქმეებში „ბეკოევა და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“ და „შავლოხოვა და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ საქართველო ისტორიის სწორ მხარესაა. სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება საჩივრების დაუშვებლობის შესახებ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სამართლებრივი გამარჯვებაა მშვიდობიანი დეოკუპაციის გზაზე“, – წერს ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეებზე – „ბეკოევა და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“ და „შავლოხოვა და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“ – განჩინებები გამოაქვეყნა და საჩივრები დაუშვებლად გამოაცხადა.


