Accentnews.ge
"სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ ადასტურებს საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო საზოგადოების მტკიცე პოზიციას"

"სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ ადასტურებს საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო საზოგადოების მტკიცე პოზიციას"

21/10/2021 17:55:17 პოლიტიკა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ ადასტურებს საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო საზოგადოების მტკიცე პოზიციას.

"საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ეხმაურება ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში რუსეთ-საქართველოს ომთან დაკავშირებით მოპოვებულ მორიგ გამარჯვებას, როდესაც საერთაშორისო სასამართლოს 2021 წლის 21 ოქტომბრის განჩინებებით დაუშვებლად გამოცხადდა საჩივრები საქართველოს წინააღმდეგ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მუხლების დარღვევასთან დაკავშირებით. აღსანიშნავია, რომ სასამართლოს განჩინებებში მკაფიოდ არის ასახული, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის დროს საქართველოს ტერიტორიები რუსეთის მიერ იბომბებოდა და საქართველოს ხელისუფლება მოკლებული იყო ცხინვალის რეგიონში ეფექტური კონტროლის განხორციელების შესაძლებლობას. სტრასბურგის სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილებები, რუსეთ-საქართველოს ომის საქმესთან დაკავშირებით იმავე სასამართლოს 2021 წლის 21 იანვრის გადაწყვეტილებასთან ერთად, კიდევ ერთხელ ადასტურებს საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო საზოგადოების მტკიცე პოზიციას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერასთან დაკავშირებით. საქართველო განაგრძობს რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკის განხორციელებას მის ხელთ არსებული დიპლომატიური და სამართლებრივი ინსტრუმენტების გამოყენებით. აღნიშნული გადაწყვეტილებები, რომლებიც ჩვენი ქვეყნისა და შესაბამისი სახელმწიფო ინსტიტუტების განუზომელი ძალისხმევის შედეგია, წარმოადგენს მძლავრ საერთაშორისო სამართლებრივ საფუძველს რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მოგვარების პროცესში“, – აცხადებენ საგარეო უწყებაში.

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეებზე – „ბეკოევა და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“ და „შავლოხოვა და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“ – განჩინებები გამოაქვეყნა და საჩივრები დაუშვებლად გამოაცხადა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S