კოლომინა: "აუცილებლად გავაგრძელებთ ნატო-ს ჩართულობის გაუმჯობესებისთვის გზების ძიებას"
22/10/2021 05:08:41 პოლიტიკა
ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ხავიერ კოლომინამ საქართველოში ვიზიტ დაასრულა.
„დავემშვიდობე საქართველოს, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შესანიშნავი შეხვედრით. ჩვენ აუცილებლად გავაგრძელებთ ნატო-ს ჩართულობის გაუმჯობესებისთვის გზების ძიებას. მე მალე დავბრუნდები“, – წერს კოლომინა სოციალურ ქსელში.
ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი, ხავიერ კოლომინა რეგიონული ტურნეს ფარგლებში საქართველოში პირველი ვიზიტით იმყოფებოდა. ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში იგი შეხვდა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანს, პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავას, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, თავდაცვის მინისტრ, ჯუანშერ ბურჭულაძეს.


