"ქვეყანას დავამშვიდებთ და შემდეგ დავიწყებთ მოსახლეობაზე ზრუნვას"
22/10/2021 06:53:05 პოლიტიკა
საქართველოს პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ჯერ "ქვეყანას დაამშვიდებს და შემდეგ დაიწყებს მოსახლეობაზე ზრუნვას". ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ხობში ჟურნალისტებს განუცხადა.
"მეორე ტურში ჩვენი კანდიდატი ძალიან დიდ უპირატესობით გაიმარჯვებს. ხობმა ძალიან კარგად იცის, რომ მჩაგვრელ და ბოროტ ძალას ქვეყანაში პერსპექტივა არ აქვს. დღეს სააკაშვილის ხელისუფლების წარმომადგენლების, მათი კანდიდატების მხარდაჭერა და ხმის მიცემა არის რეალურად ძალიან დიდი სირცხვილი. ასე, რომ კიდევ ერთხელ მინდა ხობის მოსახლეობას მადლობა გადავუხადო. მაქსიმალური ყურადღება იქნება მიმართული ხობის მუნიციპალიტეტის განვითარებისთვის. მომდევნო თვეების განმავლობაში ჩვენ გვაქვს სერიოზული გეგმები რეგიონების განვითარების მიმართულებით და ყველაფერი იქნება ძალიან კარგად. ჩვენ ქვეყანას დავამშვიდებთ, დავაწყნარებთ და ამის შემდეგ დავიწყებთ მოსახლეობაზე ზრუნვას, რეალური მათი პრობლემების გადაჭრას", – განაცხადა ღარიბაშვილმა.


