"სააკაშვილი შიმშილობაში, გატაცებასა და ჩამოსვლაშიც "ფეიკია"
22/10/2021 07:20:08 პოლიტიკა
"სააკაშვილი შიმშილობაში, გატაცებასა და ჩამოსვლაშიც "ფეიკია", – ამის შესახებ ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განუცხადა.
მისი თქმით, "ასეთ ადამიანებს და ასეთ პოლიტიკურ ძალას, რომელსაც აქვს ფსიქოლოგიის და ფსიქიკის პრობლემა, არასდროს მიეცემა ხელისუფლებაში დაბრუნების საშუალება":
„თავისთავად ეს სცენარი შეიძლება საინტერესო არ იყოს, საინტერესო არის ის, რომ კიდევ ერთხელ შეგვახსენა ამ კაცმა თუ რას წარმოადგენს. ის, რომ არის ყველაფერში აბსოლუტური „ფეიკი“, შიმშილობაშიც „ფეიკია“, გატაცებაშიც „ფეიკია“, ჩამოსვლაშიც „ფეიკია“, ყველაფერში არის ე.წ. ფეიკი და გარდა ამისა, კიდევ ერთხელ შეგვახსენა, რომ მას აქვს ფსიქოლოგიური და ფსიქიკური პრობლემები. ხელისუფლება დგას თავის ადგილზე. ასეთ ადამიანებს და ასეთ პოლიტიკურ ძალას, რომელსაც აქვს ფსიქოლოგიის და ფსიქიკის პრობლემა, არასდროს მიეცემა ხელისუფლებაში დაბრუნების საშუალება“.
ცნობისთვის: ტელეკომპანია „იმედმა“ გუშინ გაავრცელა ვიდეო, რომელიც სავარაუდოდ, სატვირთო მანქანაშია გადაღებული. ვიდეოში სავარაუდოდ, მიხეილ სააკაშვილი საკუთარი გატაცების შესახებ საუბრობს.


